"ქართული ოცნება" საკუთარ მოსახლეობას აღარ წარმოადგენს - გიგი გიგიაძე
"ქართული ოცნება" საკუთარ მოსახლეობას აღარ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე საუბრობს. დიპლომატის თქმით, ასეთი დიდი უფსკრული ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, ჯერ არ ყოფილა.
გიგიაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" რუსული კანონის გატანას ნებისმიერ ფასად ცდილობს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომისინი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიდიან.
ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ნებისმიერ ფასად უნდა ე.წ. „ქართულ ოცნებას“ ამ კანონის გატანა და საქართელოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერება. სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანი გამოსული, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად, აღარ წარმოადგენს საკუთარ მოსახლეობას. ეს არის იმის ძალიან მკაფიო ნიშანი, რომ ასეთი დიდი უფსკრული, როგორიც არის ახლა ამ ხელისუფლებასა და საკუთარ მოსახლეობას შორის, არ ყოფილა არასდროს და ეს არის ყველაზე უფრო არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც ამ ქვეყანას ჰყოლია ბოლო 30 წლის მანძილზე, - ამბობს გიგი გიგიაძე.