„ქალები მომავლისთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი
„ქალები მომავლისთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს რუსული კანონი. ბიზნესფედერაცია შარშანდელ განცხადებას აზიარებს და კანონის საფრთხეებზე ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.
„ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გასული წლის მსგავსად აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა გამოიწვია, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. სიტუაცია მკვეთრად დაძაბულია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ბიზნესასოციაცია, რომელიც 100-მდე წევრს აერთიანებს 65-ზე მეტი კომპანიიდან მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსილიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოვძებნოთ“, — ნათქვამია განცხადებაში.