დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხალხის ნაკადი მატულობს - რა ხდება რუსთაველზე?

13.05.24 15:24
დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხალხის ნაკადი მატულობს - რა ხდება რუსთაველზე?

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხალხის ნაკადი მატულობს. ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ რამენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებიც გამოჩნდნენ. რუსთაველის გამზირი ამ დრომდე გადაკეტილია. შეკრებილებს საღამოს მასშტაბური მსვლელობით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. ცოტა ხანში პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები დაიწყება.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ აუდიტორიებში სწავლას ვეღარ გააგრძელებენ, რადგან ქვეყანა გარუსების წინაშე დგას. 

აუდიტორიებში არ შევდივართ. ადმინისტრაცია მხარს გვიჭერს, ლექტორები მხარს გვიჭერენ, დეკანები მხარს გვიჭერენ და ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი კიევ დიდხანს გაგრძელდება. ჩვენი ქვეყნის გზა არის ევროპისკენ და აუცილებლად უნდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა და ამაში ხელი არ უნდა შეგვიშალონ და საუკეთესო, რაც შეუძლიათ ამისთვის გააკეთონ, გაიწვიონ უკან კანონი, - ამბობენ ახალგაზრდები.

ადგილზე შეკრებილები ერთმანეთს საკვებით უმასპინძლდებია, რუსთაველის გამზირზე მისულები იყვნენ უკრაინის მოქალაქეებიც, სადაც საკუთარი ხელით მომზადებულ ბორშს არიგებდნენ. 

ბავშვებს დავახვედრე ღვეზელი და ნამცხვრები, მაგრამ ეს არ არის მტავარი, არ მინდა რუსული კანონი. ხალხო, მოეგეთ გონს! რა დაგემართათ?! აფხაზეთი არ გეყოთ? ძალიან გული მტკივა, რა რუსები, რა რუსული კანონი, არ შეიძლება ასე, ხალხო!, - ამბობს აქციის მონაწილე.