"გვითხრეს, რომ პრეზიდენტი ჩვენს გვერდშია" - ათონელის სასახლეში სტუდენტებთან შეხვედრა დასრულებულია

13.05.24 15:38
"გვითხრეს, რომ პრეზიდენტი ჩვენს გვერდშია" - ათონელის სასახლეში სტუდენტებთან შეხვედრა დასრულებულია

ათონელი საპრეზიდენტო სასახლეში სტუდენტებთან შეხვედრა დასრულებულია. ახალგაზრდებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღეს პირობა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. იქნება ვეტოც.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მხიარია, თქვენნაირი ახალგაზრდები რომ აპროტესტებთ ამ რუსულ კანონს. ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ აუცილებლად და მივაღწევთ იმ მიზანს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, -- უთხრა პრეზიდენტის წარმომადგენელმა ხალგაზრდებს. 

შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ სტუდენტებიც. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლების დღეები დათვლილია. 

პრეზიდენტის ნაცვლად გაგვესაუბრნენ მისი წარმომადგენლები. კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ პრეზიდენტი გვიდგას სტუდენტებს, მოქალაქეებს, უმრავლესობას მხარში და ბოლომდე იქნება ჩვენს გვერდით. ფხიზლად ვართ, ხელისუფლების დღეები დათვლილია, - ამბობს სტუდენტი.

28 უნივერსიტეტის ასობით სტუდენტი დღეს ლექციებზე არ შესულა. პროტესტს შეუეთდა ბიძინა ივანიშვილის დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც.