"კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს" - ევროკავშირის დელეგაცია მესამე სექტორს ხვდება

13.05.24 15:46
"კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს" - ევროკავშირის დელეგაცია მესამე სექტორს ხვდება

ამ წუთებში ევროკავშირის დელეგაციასა და მესამე სექტორს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრამდე საკუთარი გზავნილები და მოლოდინები გააჟღერეს.

მესამე სექტორი უკონტროლო პროცესებში დახმარებას დასავლელ მეგობრებს სთხოვს. კერძოდ, ორგანიზაციები პარტნიორებს მოუწოდებენ, რომ განცხადებების გაკეთების ნაცვლად, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპელ დიპლომატებს "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის მექანიზმების გამოყენებისკენ უბიძგებენ და აცხადებენ, რომ საჭიროა, ივანიშვილის გუნდის დეპუტატებზე სანქციები დაუყოვნებლივ დაწესდეს.

მკაფიო გზავნილებია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ არსებული კანონი და პროცესი, რომელსაც დღეს მმართავს და უძღვება საქართველოს ხელისუფლება, არათუ გვაახლოებს, არამედ ცალსახად უკუსვლას ახორციელებს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენ არათუ პროგრესს მივიღებთ, არამედ ჩვენ გვექნება დანაკარგები და შესაძლოა, მოხდეს როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და გადაეხედოს კანდიდატის სტატუსს", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.