"დილით მოსულიყვნენ სტუდენტები და იქნებოდა კარი ღია" - ბათუმის საზღვაო აკადემია ამ დრომდე ჩარაზულია

13.05.24 15:59
"დილით მოსულიყვნენ სტუდენტები და იქნებოდა კარი ღია" - ბათუმის საზღვაო აკადემია ამ დრომდე ჩარაზულია

ბათუმის საზღვაო აკადემია ამ დრომდე ჩარაზულია - სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტებისა და პროფესორების ნაწილი აუდიტორიაში ჩაკეტა და გაფიცვის უფლებას არ აძლევს. 

დაცვის თანამშრომლები "ტვ პირველის" კორესპონდენტთან უარყოფენ სტუდენტების ჩაკეტვის ფაქტს და აცხადებენ, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიის შესასვლელის კარი სასწავლო პროცესის დასრულების გამო დაკეტეს.

დილით მოსულიყვნენ სტუდენტები და იქნებოდა კარი ღია. სწავლა დამთავრდა უკვე. სტუდენტები აუდიტორიაში ჩაკეტილები არ არიან", - ამბობს დაცვის თანამშრომელი.

მაშინ, როდესაც "პირველები" ფაქტის ამსახველ კადრებს იღებდა, ჩვენს ოპერატორზე იძალადეს და კამერა დააზიანეს.