ხომ არ შეიძლება, მომხდარიყო მანიპულირება ლექსოს ცხედარზე? - ,,საია"

15.07.21 15:42
ხომ არ შეიძლება, მომხდარიყო  მანიპულირება ლექსოს ცხედარზე? - ,,საია"

ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას, ოჯახის უფლებებს ,,საია" იცავს. ახალგაზრდა იურისტებს  ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ. ,,საიას" თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ შსს მიერ ცხედრის გატაცების შემდეგ შესაძლოა, გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის ზემოქმედება მოეხდინათ.

თითქმის 4 საათი ცხედართან წვდომა არ ჰქონდა არც ჩვენს ადვოკატს, პროცედურებზე წვდომა არ ჰქონდა, არც დამოუკიდებელ ექსპერტს, აქედან გამომდინარე, თუ იქ იყო ფორმალური პროცედურა, ნებისმიერ დროს შეეძლო, ჩვენს ადვოკატს დასწრებოდა.  ისმის კითხვა, ხომ არ შეიძლება, ამ ოთხი საათის განმავლობაში მომხდარიყო რაიმე ფორმით მანიპულირება ლექსოს ცხედარზე და ამ მანიპულაციას სხვა შედეგი შეიძლებოდა თუ არა, გამოეწევია. ნებისმიერი სახით შემოწმდება მის სხეულში რაიმე ნივთიერების შეყვანა და ა.შ. ბევრი კითხვა შეიძლება, აქ დაისვას, -  ამბობს ნიკა სიმონიშვილი.