"გამოვაფხიზლოთ ვაკე" - დღეს, 18:00 საათზე რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები მსვლელობას გამართავენ
"გამოვაფხიზლოთ ვაკე" - დღეს, 18:00 საათზე რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები მსვლელობას გამართავენ.
ევროპული ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და შემდეგ მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე. ვიკრიბებით მთავარ შესასვლელთან ჭავჭავაძის მხრიდან", - წერენ ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარშიც გაიმართება. მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართულ აქციას შეუერთდებიან.