ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან

13.05.24 17:22
ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან - ახალგაზრდები განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ასეთ დროს დუმილი დანაშაულია.

შვილების თაობა გმობს სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას და ღიად აცხადებს, რომ რუსული კანონი განსხვავებული და თავისუფალი ხმის ჩახშობას ემსახურება.

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს.

მაშინ, როდესაც ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, დუმილი დანაშაულია. ჩვენ სასტიკად ვგმობთ ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

როგორც მომავალ ექიმებს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები მაშინ როცა გვართმევენ სიტყვის თავისუფლებას, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას და ევროპულ მომავალს.

ეს კანონი შექმნილია იმისთვის,რომ გააჩუმოს განსხვავებული აზრი, ჩაახშოს მრავალფეროვნება და შეარყიოს დემოკრატიის არსი.

დღეს ჩვენ ვუერთდებით პროტესტს, არა როგორც სამედიცინო სტუდენტები, არამედ როგორც მოქალაქეები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ჩვენი ქვეყნის ღირებულებებისა და თავისუფლების დასაცავად.

ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტი მკაფიოდ დააფიქსირებს საკუთარ აზრს და დაგვიჭერს მხარს.

ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს! შინ, ევროპისკენ," – ვკითხულობთ განცხადებაში.

უნივერსიტეტები, რომლებიც საპროტესტო გაფიცვას უერთდებიან:

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6. თბილისის სამხატვრო აკადემია;
  7. GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  8. საქართველოს უნივერსიტეტი;
  9. კავკასიის უნივერსიტეტი;
  10. GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
  11. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  12. სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  13. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
  14. ალტე უნივერსიტეტი;
  15. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  16. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  17. საავიაციო უნივერსიტეტი;
  18. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU;
  19. ევროპის უნივერსიტეტი;
  20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU
  21. სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  22. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  23. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  24. უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
  25. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  26. ბათუმის საზღვაო აკადემია;
  27. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  28. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.