საქართველო ივანიშვილის გარეშე! - რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო

13.05.24 17:32
საქართველო ივანიშვილის გარეშე! - რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო

დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. ღამენათევმა ხალგაზრდებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 19:00საათზე დაანონსებულ მასშტაბურ მარშს ისევ რუსთაველის გამზირზე დახვდნენ. 

ადგილზე უკვე დამონტაჟებულია სცენა და ხმის გამაძლიერებლები. დაიწყო სიტყვით გამოსვლებიც. სცენას მხოლოდ ახალგაზრები იკავებენ. მათი თქმით, სასწვალო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ, რადგან მაშინ, როდესაც ქვეყანას გარუსება ემუქრება, მათ არ აქვთ უფლება, რუსთაველზე არ იდგნენ.

სტუდენტები დილით რუსთაველის გამზირზე გახორციელებულ ძალადობას გამოეხმაურნენ. ისინი ამბობენ, რომ ამ ომს აუცილებლად მოიგებენ. 

ჩვენ, სტუდენტები ბოლომდე ვიდგებით აქ და დავიცავთ სიცოცხლის ფასად იმ ღირეულებებს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ადგვიტოვეს, - თქვეს ახალგაზრდებმა სიტყვით გამოსვლისას. 

საქართველოს ბიძინა ივანიშვილის გარეშე გაუმარჯოს! - სკანდირებდნენ ახალგაზრდები.