იმ ლექტორმა რა უნდა მასწავლოს, რომელიც კონსტიტუციის მუხლებს არღვევს - კობახიძის სტუდენტი

13.05.24 17:45
იმ ლექტორმა რა უნდა მასწავლოს, რომელიც კონსტიტუციის მუხლებს არღვევს - კობახიძის სტუდენტი

გოგო, რომელსაც კონსტიტუციას თსუ-ში ირაკლი კობახიძე ასწავლის, ამბობს, რომ პრემიერისგან ვერაფერს ისწავლის, რადგან თავად კობახიძეა კონსტიტუციის დამრღვევი. ახალგაზრდა პირდაპირ ამბობს, რომ არ სურს ისწავლოს ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისი თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას არ მისცემენ.  

ჩემი ლექტორი, რომელიც კონსტიტუციას მასწავლი თსუ-ში, პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არ არის ასე მკაცრად გასაზღვრული და რომც იყოს, ისეთ ქვეყანაში სწავლას, სადაც ჩემი თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება არ მექნება, მირჩევნია, რომ საერთოდ არ ვისწავლო. არ ვარ ლექციაზე, იმ ლექტორმა რა უნდა მასწავლოს, რომელიც კონსტიტუციის მუხლებს არღვევს. ეგ მე ვერაფერს მასწავლის, - ამბობს ახალგაზრდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველიზ გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა უნივერსოიტეტების სტუდენტები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ.