ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს მივცემ - გურამ ფალავანდიშვილი ამ დრომდე არ დაკითხულა

15.07.21 16:15
ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს მივცემ - გურამ ფალავანდიშვილი ამ დრომდე არ დაკითხულა

ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს მივცემ - ამის შესახებ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერმა განაცხადა. 5  ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი,  პოლიციას ამ დღემდე არ დაუკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯაროდ აკეთებდა მოწოდებებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრის თაობაზე.  

გურამ ფალავანდიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. ამის მიუხედავად, რადიკალური დაჯგუფების ლიდერი დღეს კამერებმა ზუგდიდის ერთ-ერთ ეკლესიაში დღესასწაულზე დააფიქსირეს.

გურამ ფალავანდიშვილმა ოპოზიციური მედიებისთვის კომენტარის მიცემაზე უარი განაცხადა.