შურისძიების მოტივით ესროლა - გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ღ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა - 1991 წელს დაბადებულ გ. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა"- წერს უწყება განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.