რუსთაველი გადაჭედილია - ქვეყნის მთავარი გამზირი ისევ დიდი პროტესტის ეპიცენტრია
რუსთაველი ისევ გადაჭედილია. კიდევ ერთი მძიმე ღამის შემდეგ ახალაგაზრდები კვლავ პარლამენტთან დგანან. მიუხედავად ძალოვანების სისასტიკისა, საზოგადოება გაჩერებას არ აპირებს. ხალხი ვერ შეაშინეს ვერც დაკავებებით და ვერც უმოწყალო ანგარიშსწორებით. პროტესტი არ წყდება და არ შეწყდება მანამდე, სანამ "ქართული ოცნება" რუსულ კანონზე უარს არ იტყვის. კანონს საბოლოო დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის მთავარი გამზირი ისევ დიდი პროტესტის ეპიცენტრია.
ხალხი სხვადასხვა ლოკაციებზე იკრიბება და მარშით მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. გაფიცულია უმაღლესი სასწავლებელები, საჯარო მოხელეები უკვე დაუფარავად უერთდებიან საპროტესტო მსვლელობებს. ხალხისგან გარიყული ხელისუფლება ჩიხშია. "ქართულმა ოცნება" მმართველობის 12 წლის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი მიიღო. ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ყოველ დღე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქუჩაში დგას.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.