აუდიტორიებიდან საპროტესტო აქციაზე - სტუდენტები რუსთაველისკენ მსვლელობით მიდიან
აუდიტორიებიდან საპროტესტო აქციაზე - რუსული კანონის გამო გაფიცული ახალგაზრდები ამ წუთებში სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მიდიან. სტუდენტებმა დროებით უარი თქვეს სასწავლო პროცესზე, რადგან ფიქრობენ, რომ ახლა, როცა ქვეყნის ბედი წყდება, არ აქვთ უფლება, აუდიტორიებში ლექციებზე ისხდნენ. სტუდენტების გვერდით კი დგას ლიეტუვის სეიმის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.