დაცარიელებული აუდიტორიები და გაფიცული სტუდენტები - ახალგაზრდების უპრეცედენტო პროტესტი

13.05.24 21:01
დაცარიელებული აუდიტორიები  და გაფიცული სტუდენტები - ახალგაზრდების უპრეცედენტო პროტესტი

 

 

დაცარიელებული აუდიტორიები - ქართველი სტუდენტების უპრეცედენტო პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. თბილისსა და რეგიონებში 30-ზე მეტ უნივერსიტეტში   სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. სტუდენტები და მათთან ერთად ლექტორებიც გაიფიცნენ. აუდიტორიების ნაცვლად ახლა ისინი რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დგანან. 

სწავლა შეწყდა ქუთაისში ივანიშვილის დაფუძნებულ საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. ამ სასწავლებელს წლებია ოლიგარქის ფონდი "ქართუ" აფინანსებს, თუმცა ეს ახალგაზრდებისთვის შეფერხება არ აღმოჩნდა. ყველა სტუდენტი საქართველოში აგორებულ საპროტესტო ტალღას უერთდება და "ქართული ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოდის.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.