პარლამენტის უკან სპეცრაზმელების უპრეცედენტო მობილიზებაა

14.05.24 10:35
პარლამენტის უკან სპეცრაზმელების უპრეცედენტო მობილიზებაა

"ქართული ოცნება" რუსული კანონის მესამე მოსმენით დასამტკიცებლად ემზადება. პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმელების უპრეცედენტო მობილიზებაა. 

მასშტაბური პროტესტების ფონზე სახელისუფლებო გუნდი უკან მაინც არ იხევს. პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე ჩანიშნული.

პარალელურად, პროტესტისთვის ემზადება სამოქალაქო საზოგადოებაც.