ავტოავარია ქუთაისში - შსს-ს ავტომობილი ხევში გადავარდა
ავტოავარია ქუთაისში - შინაგან საქმეთა სამინიტროს კუთვნილი ავტომობილი ხევში გადავრდა. ტვ პირველის ინფორმაციით, ავტომობილის საჭეს იმერეთის სამხარეო პოლიციის ერთ- ერთი მაღალჩინოსანი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ალკოჰოლური ზემოქმედება გახდა.
შსს პრესსამსახური დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.