გაიწვიეთ რუსული კანონი! - სტუდენტები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან
რუსული კანონის მოწნააღმდეგეების ცემის, ძალადობის და დაკავებების მიუხედავად, პროტესტმა ყველა გააერთიანა. ამ წუთებში აუდიტორიებიდან საპროტესტო აქციაზე მიემართებიან სტუდენტებიც. ქვეყნის მასშტაბით არ დარჩა თითქმის არცერთი უნივერსიტეტი, სადაც პროტესტი არ არის.
მსვლელობა ფილარმონიიდან ამ წუთებში დაიწყო. ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთში ცხოვრება არ სურთ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს რუსული კანონი უკან.
გამოვედით ქუჩაში იმიტომ, რომ არ გვინდა რუსულ უნივერსიტეტებში სწავლა. გვინდა, რომ ევროპულ, ქართულ, ნამდვილ უნივერსიტეტებში ვისწავლოთ და არა რუბლებზე გაყიდულ საქართველოში. დაითხოვონ ეს კანონი, გაიწვიონ, იმიტომ, რომ ეს არ იქნება კარგი ქვეყნისთვის. ჩვენია ეს საქართველო. დედაჩემის არის, მამაჩემის არის, რომლებიც წასულები არიან. მოგიწოდებთ ყველას, გამოდით, დადექით ჩენს გვერდით!- ამბობს აქციის მონაწილე.
"ქართული ოცნება" რუსული კანონის მესამე მოსმენით დასამტკიცებლად ემზადება. მასშტაბური პროტესტების ფონზე სახელისუფლებო გუნდი უკან მაინც არ იხევს. პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე ჩანიშნული.
პარალელურად, პროტესტისთვის ემზადება სამოქალაქო საზოგადოებაც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმიც.