დაუშვებელია, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა - სულხა-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

14.05.24 13:03
დაუშვებელია, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა - სულხა-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. ამის შესახებ მათ საგანგებო განცახდებაშია ნათქვამი. 

საბჭო აცხადებს, რომ  20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება. 

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. 
ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, -ნათქვამია განცხადებაში.