თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესი გაიმართა

15.07.21 17:45
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდამსხმელების პროცესი გაიმართა

ვახო სანაიას ცემის ფაქტზე განაჩენი სავარაუდოდ 20 ივლისს გამოცხადდება. სწორედ ამ დღეს გაგრძელდება დასკვნითი პროცესი თბილისის საქალაქო სასმართლოში.

დღეს  საბოლოო სიტყვით წარსდგა ერთი ბრალდებულის, გიორგი სახელაშვილის, ადვოკატი. ის პოზიციას არ ცვლის და თავს დამნაშავედ არ ცნობს. წარდგენილ ბრალდებას არც სხვა დაკავებულები ეთანხმებიან. დაზარალებული ჟურნალისტი კი ელოდება, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს და ეს იქნება გზავნილი ყველა მოძალადისთვის.