კავკასიის უნივერსიტეტიდან გამომიშვეს, შენგელიამ მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" - სოსო ბერიკაშვილი

14.05.24 13:53
კავკასიის უნივერსიტეტიდან გამომიშვეს, შენგელიამ მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" - სოსო ბერიკაშვილი

"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი"- ამის შესახებ ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).

როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).

თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.

P.S. ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში.

არა რუსულ კანონს. არა რუსულ ხელისუფლებას," - წერს ბერიკაშვილი.

7 მაისს კი "რეორგანიზაციის" საბაბით, ბრძანება გამოსცა. ბერიკაშვილი ამ დრომდე კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი იყო.