ჩამტვრეული ნეკნები, ჩაქცევები და დაზიანებები - უფლებადამცველების თქმით, 22-ვე დაკავებული სასტიკად ნაცემია

14.05.24 14:29
ჩამტვრეული ნეკნები, ჩაქცევები და დაზიანებები - უფლებადამცველების თქმით, 22-ვე დაკავებული სასტიკად ნაცემია

აქციაზე სპეცრაზმის მიერ ჯგუფურად ნაცემი 22 დაკავებულის სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა. შსს სრულად იყენებს 48 საათიან ვადას. როგორც ადვოკატები და პოლიტიკოსები განმარტავენ, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, რომ არანაირი მტკიცებულება სამართალდამცველებს მათ წინააღმდეგ არ აქვთ. 

იზოლატორში რჩება გიორგი ჟღენტიც. ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ აქტივისტი უმოწყალოდ ნაცემია. 

ჩემმა შვილმა მითხრა, მაგარი ნაცემები ვართ, მაგრამ კარგად ვართო და ალბათ, როგორც დედა ისე გამამხნევა. ველოდები როდის გამოვა. ჩემი შვილი ჯალათების საცემად ნამდვილად არ გამიზრდია, გამიზრდია სამშობლოს სიტყვარულისთვის. ცემა არაფერი არაა, დედები მოვუშუშებთ იმ იარებს, მაგრამ იმ გულისტკივილს ნამდვილად ვერ მოვუშუშებთ ჩვენ. ელოდებოდა დაკავებას, ხელზე საიას ადვოკატის ნომრები ეწერა", - ამბობს დედა

ნეკნები აქვს ჩატეხილი მალხაზ გორგოძესაც, რომელიც სპეცრაზმმა სცემა.

დაზიანებები აქვს მიღებული. ჩაქცევები, ნეკნის დაზიანება, ტრამვა, მოტეხილობა აქვს, შეშუპებაც აღენიშნება, მძმე დაზიანებები აქვს. კორიდორი რომ გააკეთეს, სულ წიხლები ურტყიათ. დადიოდა აქციაზე", - ამბობს ოჯახის წევრი.

უფლებადამცველის თქმით, სასტიკად არიან ნაცემები გირჩი მეტი-თავისუფლების წევრებიც.

გირჩი მეტი-თავისუფლების წევრები სასტიკად არიან ნაცემები, სადისტურად არიან გასწორებულებები მათზე ხარებას ბანდა"- ამბობს უფლებადამცველი.

დაკავებული 22 აქტივისტი უვკე მოინახულა იზოლატორში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა.