ხმაური პარლამენტთან - პოლიციამ ძალის გამოყენებით სავარაუდოდ სკოლის მოსწავლე დააკავა

14.05.24 15:42
ხმაური პარლამენტთან - პოლიციამ ძალის გამოყენებით სავარაუდოდ სკოლის მოსწავლე დააკავა

ხმაურია ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაკავებების სერია დაიწყო. ნიღბიანმა ძალოვანებმა ძალის გამოყენებით ახალგაზრდა მომიტინგე კედელთან მიიმწყვდიეს და საკანონმდებლო ორგანოში შეათრიეს. მანამდე,  იგივე ახალგაზრდა შენობის წინ წყლით სასვე აუზში ჩააგდეს. 

დაკავებული სავარაუდოდ სკოლის მოსწავლეა. 

კადრებში ჩანს, "ფორმულას" ჟურნალისტი,რატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ წაიყვანა. 

წარმოუდგენელი სიგიჟე ხდებოდა, ბავშვი, რომელიც იდგა შეშინებული, უბრალოდ ფოტოს იღებდა, ხელი მოკიდეს და ჩამოაგდეს პარლამენტის ზედა ნაწილიდან. 

ვთხოვდით, სამართალდამცველები გვეუბნებოდა უბრალოდ ბავშვს ჩამოვიყვანთო და მერე ხელი კრეს. მათთან ერთად რატი მუჯირიც დააკავეს, რომელიც ასევე ეხვეწებოდა სამართალდამცველებს, რომ ბავშვს ხელი არ ახლოთო. შოკისმომგვრელი ფაქტი იყო. ბავშვი ჩამოაგდეს თავისი ხელებით", - ამბობს მარიამ შუშანია "პირველებთან".