"ქართული ოცნება" კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა

15.07.21 18:19
"ქართული ოცნება" კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რაფი ორუჯოვმა, თანამდებობა დატოვა. ორუჯოვი გადაწყვეტილების მიზეზად მმართველ პარტიისა და მისი პოლიტიკური შეხედულებების აცდენას ასახელებს. 

"პატივცემულო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ა/წ 14 ივლისს მე, საკუთარი ნებით, დავტოვე პარტია "ქართული ოცნების" რიგები, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და საკრებულოს წევრობა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ პარტიის ბოლოდროინდელი პოლიტიკა არ ემთხვევა ჩემს პოლიტიკურ პოზიციას.

7 წლის განმავლობაში გულწრფელად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ხალხს. მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ყველა იმ მოქალაქის, ვინც აქამდე მხარს მიჭერდა და მენდობოდა. იმედი მაქვს, რომ გავამართლე თქვენი ნდობა.

წარმატებებს ვუსურვებ იმ კოლექტივს, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი.

მე ყოველთვის ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას ჩემი ქვეყნისა და ხალხის განვითარებისათვის," - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რაფი ორუჯოვი.