ახალი დეტალები ოპერატორის სიკვდილის საქმეში - დამოუკიდებელი ექსპერტი დამატებით დაზიანებებს აღწერს

15.07.21 20:01
ახალი დეტალები ოპერატორის სიკვდილის საქმეში - დამოუკიდებელი ექსპერტი დამატებით დაზიანებებს აღწერს

ახალი დეტალები ოპერატორის სიკვდილის საქმეში. დამოუკიდებელი ექსპერტი იმ დამატებით დაზიანებებს აღწერს, რომლიც პროზექტურაში აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ სახის ჩამსხვრეული ძვლის ფრაგმენტები სასუნთქ გზებში იყო მიმომფანტული, ჰაიმორის წიაღში ჩაღვრილი იყო სისხლი და მიდიოდა რბილი ქსოვილების ანთებითი პროცესი. ახალა ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს, რა როლი ითამაშა ლექსოს სიკვდილში ამ მძიმე დაზიანებებმა. საეჭვო გარემოებების კასკადი კი საქმის ობიექტური გამოძიების კვალს პრაქტიკულად შლის.
4 სააათის განმავლობაში  ცხედართან წვდომა არც დამოუკიდებელ ექსპერტს და არც ოჯახის ადვოკატს არ ჰქონდა. ამიტომ არავინ იცის,  ხდებოდა თუ არა მანიპულაცია გარდაცვლილი ოპერატორის ცხედარზე. 

ალექსანდრე გეჯაძე, რომელმაც ლაშქარავას ცხედარს დამოუკიდებელი კვლევა ჩაუტარა, ამბობს, რომ ახლა ჯერი საბოლოო დასკვნაზეა. ექსპერტი ამბობს, რომ საჭიროა ვიწრო პროფილის სპეციალისტების ჩართვა კვლევის პროცესში.

მაღალი ალბათობით საჭირო გახდება ვიწრო პროფილის სპეციალისტების ჩართვა კვლევის პროცესში. როგორც ნარკოლოგიური მიმართულებით, ასევე ტრამვების მიმართულებითაც. შემდეგ ერთობლივი მსჯელობის ფორმატში დაიდება დასკვნა სიკვდილის მიზეზზე და მის მიზეზობრივ-შედეგობრივ კავშირზე მიღებულ ტრამვასთან - აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე. 

კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ლაშქარავას საქმეში პოლიციის მხრიდან მისი ცხედრის 4 საათით გატაცებაა. არ არის გამორიცხული, რომ სხეულზე რაიმე სახის მანიპულაცია მოხდა. ამ ეჭვს ლაშქარავას ოჯახის უფლებადანცველებს ის გარემოებაც უმყარებს, რომ ცხედართან წვდომა პოლიციამ ადვოკატებსა და ექსპერტებს არ მისცა. 

საქმის მასალები ლაშქარავას ოჯახის ადვოკატს ჯერ არ გადაცემია.