სპეცრაზმი რუსთაველის გამზირს ძალის გამოყენებით ასუფთავებს

14.05.24 17:26
სპეცრაზმი რუსთაველის გამზირს ძალის გამოყენებით ასუფთავებს

სპეცრაზმი რუსთაველის გამზირს ძალის გამოყენებით ასუფთავებს - აქციის მონაწილეები პირველი სკოლის მიმდებარედ ჩამოიყვანეს.

სამართალდამცველები როგორც მოქალაქეების, ისე მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიით გამოირჩევიან.

ცოტა ხნის წინ დაკავებები იყო დედაქალაქის მთავარ გამზირზე. დაკავებულებს შორის არის ლაზარე გრიგორიადისი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია დავით ქაცარავას დაკავების შესახებაც.