რუსთაველი ისევ გადაჭედილია - დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხალხის ნაკადი არ წყდება
პოლიცია და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირიდან გაიყვანეს. ძალოვანების ნაწილმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა, ნაწილი კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე შევიდა. ეს მას შემდეგ, რაც გომელაურის თანამშრომლებმა სასტიკი ანგარიშსწორების კიდევ ერთი სერია მოუწყვეს მშვიდობიან მოქალაქეებს.
რუსთაველის გამზირი კი გადაჭედილია. "ქართულმა ოცნებამ" ხალხი ისევ ვერ შეაშინა. მართალია, რუსული კანონი ივანიშვილის დეპუტატებმა დაამტკიცეს, მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება. ათასობით მოქალაქე პარლამენტის წინ დგას. ამ წუთებშიც აქციას სხვადასხვა ლოკაციებიდან მსვლელობით უერთდება უამრავი ადამიანი. ხალხის ნაკადი დედაქალაქის ცენტრში არ წყდება.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.