დასრულებული ოცნების ბოლო დღეები არჩევნებამდე გონიერებით უნდა მივიყვანოთ - გიორგი გახარია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გახარია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დასრულებულია.
მისივე თქმით, ის გაბრაზება, რომელიც დღეს უზარმაზარია თბილისის ქუჩებში, აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
ამ ადამიანებს აქვთ გაბრაზების უფლება. მე მიჭირს მათ გონიერებისა ან ზომიერებისკენ მოვუწოდო, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ემოციები უნდა ვმართოთ და ვიყოთ თავდაჯერებულები. გონიერებით უნდა მივიყვანოთ დასრულებული ოცნების ბოლო დღეები არჩევნებამდე"- აცხადებს ის.