ცვლილება აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა მოხდეს - დათა თავაძე

14.05.24 20:07
ცვლილება აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა მოხდეს - დათა თავაძე

ცვლილება აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტთან რეჟისორი დათა თავაძე საუბრობს. ხელოვანის თქმით, დღეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა როგორ გამოიყურება "ქართული ოცნება" და მისი მიზნები. 

რუსული კანონის გარშემო და ამ ქოლგის ქვეშ ვაერთიანებთ იმ ძალიან დიდ მოთხოვნას ცვლილების, რომელიც ამ ქვეყანაში აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა მოხდეს. თქვენ ხედავთ, ჩემს უკან რამდენად ფერადია სურათი, ძალიან ცოტა ხნის წინ აქ იყო შავ-ბნელი სურათი, როცა ჩააყენეს ეს შავებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც იყვნენ მზად, რომ ნებისმიერ მომენტში მიეღოთ ბრძანება და არ ვიცი აქ რა მოეწყოთ. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს როგორ გამოიყურება „ქართული ოცნება“, როგორ გამოუყურება მისი მიზნები და როგორია მისი დღავენდელი დღის წესრიგი, - ამბობს დათა თავაძე.