ჩხრეკა გურამ ფალავანდიშვილის სახლში, პოლიცია შევიდა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ბინაშიც

16.07.21 11:29
ჩხრეკა გურამ ფალავანდიშვილის სახლში, პოლიცია შევიდა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ბინაშიც

ჩხრეკა მიმდინარეობს მოძალადე ჯგუფების ხელმძღვანელის, გურამ ფალავანდიშვილის, საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში. 

პოლიციამ ჩხრეკა უკვე ჩაატარა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის, ბინაშიც. მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. 

საგამოძიებო მოქმედებები ტარდება კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლშიც. 

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების ბინებში ჩხრეკის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე ტარდება.

 

მსგავსი სიახლეები