ვემიჯნებით, რასაც ადმინისტრაცია აკეთებს, არა რუსულ კანონს! - IBSU-ს სტუდენტები

15.05.24 10:17
ვემიჯნებით, რასაც ადმინისტრაცია აკეთებს, არა რუსულ კანონს! - IBSU-ს სტუდენტები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ემიჯნებიან ადმინისტრაციის პოზიციას და რექტორს ოფიციალური განცხადებით მიმართავენ.

"ივანე ჯავახიშვილობას" ვერ მოგთხოვთ, თუმცა შეეცადეთ ჩამოწმინდოთ უნივერსიტეტს ის ლაფი, რომელიც ასე უხვად თავს დაასხით" - დასძენენ სტუდენტები.

მიუხედავად კახა შენგელიას გაკეთებული განცხადებებისა, შვილების თაობა უკან არ იხევს, ბრძოლას აგრძელებს და დღეს, 12:00 საათზე უნივერსიტეტთან იკრიბებიან.

გვინდა მივმართოთ ჩვენს რექტორს, ბატონ კახა შენგელიას, რომ პატივი სცეს მისი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობის გამოხატულ ნებას და გვინდა შევახსენოთ, რომ სამშობლო ნებისმიერ "აკრედიტაცია-ავტორიზაციის" პროცესებზე მაღლა დგას!

ბატონო კახა, თქვენ ხედავთ, რომ თქვენი სტუდენტები პირველივე დღიდან ვიბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ და ამ უნივერსიტეტში, რომელიც თქვენ სულ რამოდენიმე თვის წინ გადაიბარეთ, ევროპული, სწორი ღირებულებები და სტანდარტები იყო და მუდამ იქნება ფუნდამენტი ყველაფრისა.

IBSU-ს ადმინისტრაცია ყოველთვის იყო სტუდენტებზე ორიენტირებული და იყო "რუპორი" სტუდენტების ხმის ყველა პლატფორმაზე.

"ივანე ჯავახიშვილობას" ვერ მოგთხოვთ, თუმცა გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და შეეცადოთ ჩამოწმინდოთ უნივერსიტეტს ის ლაფი, რომელიც ასე უხვად თავს დაასხით.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად და იმედი გვაქვს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ყოფნას თქვენც მოინდომებთ!

გელოდებით ყველას ხვალ, 15 მაისს IBSU-სთან 12:00 საათზე.

არა ყველაფერ რუსულს! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - ნათქვამია განცხადებაში.