რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელმაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები "ბრბოდ" მოიხსენია, აქციიდან გააგდეს

15.05.24 11:01
რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელმაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები "ბრბოდ" მოიხსენია, აქციიდან გააგდეს

თბილისში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზია საგანგებო მისიით ჩამოვიდა. "როგორ ამბობს უარს საქართველო ევროკავშირზე" - ამ კონტექსტში აშუქებს "ქართულ ოცნების" რუსული კანონის მიღებას პროპუტინისტური არხი.

ჟურნალიტი, რომელიც მიტინგზე მივიდა და ხალხი "ბრბოდ" მოიხსენია, აქციიდან გააგდეს. ახლა მოსკოვის ცდილობს, რუსი პროპაგანდისტის გაძევება საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეღდვად მონათლოს.

რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ პროვოკაციები გრძელდება. შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გვეპყრობიან, - ამბობს რუსი ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვისას.