ვალდებულები ვართ, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს ჩვენი სტუდენტების გვერდით - თეატრალურის პროფესორ-მასწავლებლები
სტუდენტების პროტესტს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც უერთდებიან.
საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეატრალურ უნივერსიტეტის კედლებს კარგად ახსოვს საბჭოთა ჯალათების მიერ დასახიჩრებული და მოწამლული ადამიანები, ამიტომ პროფესორ-მასწავლაბლები თავს ვალდებულეად თვლიან, ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს. ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები. მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, - ნათქვამია განცხადებაში.