ვგმობთ, ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას - ბსუ-ს სტუდენტები
ვგმობთ, ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის, - ამის შესახებ განცხადებას ბსუ-ს სტუდენტები ავრცელებენ.
ახალგაზრდები აკადემიურ საბჭოს შეკრებისკენ და რექტორის ქმედების დაგმობისკენ მოუწოდებენ. სტუდენტები ასევე ითხოვენ, მიეცეთ გარანტია, რომ გაცდენილი ლექციების და გამოცდების აღდგენის საშუალება ექნებათ.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები-
ვგმობთ, ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის.
მოვითხოვთ, შეიკრიბოს აკადემიური საბჭო, განიხილოს აღნიშნული ქმედება და დაგმოს მერაბ ხალვაშის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გამოითხოვოს რექტორის ხელმოწერა. სტუდენტების ჯგუფი აუცილებლად უნდა დაესწროს შეხვედრას.
მოვითხოვთ გარანტიას, რომ გაფიცულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ გაცდენილი ლექციები, სემინარები და გამოცდები.
სტუდენტები მუდამ დავიცავთ ჩვენი უნივერსიტეტის სახელსა და ღირსებას, - ნათქვამია განცხადებაში.