განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თანამშრომლები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თანამშრომლები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ - ლუკა ბერია, ნინი გაბიძაშვილი, ნინო დოლიძე, ნინო ხითარიშვილი და გიორგი ოდოშაშვილი სწორედ ის პირები არიან, რომლებმაც ცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტეს.
მოქალაქეები ღიად ემიჯნებიან ცენტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას და პირდაპირ ამბობენ, რომ გაჟღერებული პოზიცია მათ ღირებულებებსა და პრინციპებთან თანხვედრაში არ მოდის.
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თავს ვალდებულად მივიჩნევ გამოვეხმაურო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად ვემიჯნები აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცენტრის მისიას, ხედვას, ყველა იმ პრინციპსა და ღირებულებას, რომელსაც წლების მანძილზე მუხლჩაუხრელად ვემსახურებოდი.
ცენტრის განცხადების შემდეგ მათთან თანამშრომლობა 2-მა ექსპერტმა - ნინო დოლიძემ და გიორგი ოდოშაშვილმა შეწყვიტეს. გარდა ამისა, ცენტრის ამ განცხადებას აზიარებს 10-მდე მოქმედი თანამშრომელი, რომლებიც წერენ, რომ "კატეგორიულად ემიჯნებიან აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცენტრის მისიას, ხედვას, ყველა იმ პრინციპსა და ღირებულებას, რომელსაც წლების მანძილზე მუხლჩაუხრელად ემსახურებოდნენ", - წერს ნინი გაბიძაშვილი.