"დრო მოვიდა, ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ!" - ვაკეში 20:00 საათზე მსვლელობა დაანონსდა

15.05.24 14:45
"დრო მოვიდა, ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ!" - ვაკეში 20:00 საათზე მსვლელობა დაანონსდა

ვაკეშ დღეს 20:00-ზე მსვლელობა დაანონსდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყება, რის შემდეგაც მომიტინგეები ჭავჭავაძისა და აბაშიძის ქუჩებს დაიკავებენ. 

"დრო მოვიდა, ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ!

15 მაისს 20:00-ზე ვიკრიბებით ყველა ვაკის პარკთან და ვაწყობთ მსვლელობას ჭავჭავაძეზე და აბაშიძეზე, ვიკავებთ ორივე ქუჩას ერთდროულად და ვანახებთ რამდენი ვართ", - წერენ ორგანიზატორები.