ლანდსბერგისი პაპუაშვილს ტყუილში ამხელს

15.05.24 15:45
ლანდსბერგისი პაპუაშვილს ტყუილში ამხელს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი  შალვა პაპუაშვილს ტყუილში ამხელს.

ლანდსპერგისი X-ზე წერს, რომ შეხვედრაზე უკიდურესი შეშფოტება გამოთქვეს და არა "გარკვეული შეშფოთება".

ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა "გარკვეული შეშფოთება". - წერს ლანდსბერგისი

ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან.    

პაპუაშვილის გავრცელებული ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს არც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.