IBSU-მ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია - განცხადება

15.05.24 16:09
 IBSU-მ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია - განცხადება

 IBSU-მ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია", - წერია განცხადებაში. 

დღეს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სტუდენტებმა აქცია გამართეს. ისინი მათი უმაღლესი სასწავლების ადმინისტრაციის პოზიციას აპროტესტებენ.

ცნობისთვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა სხვადასხვა სასწავლებლების სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. წერილში ნათქვამია, რომ პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.