,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

16.07.21 12:00
,,ალტ-ინფოს" დამფუძნებელი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პრორუსული მედიის, ,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ზურა მახარაძის ცოლის, ლიკა კასრაძის, თქმით, მათ სახლში ჩხრეკაც ჩატარდა, რის შემდეგაც პოლიციამ მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.

"პირველების" ინფორმაციით, მახარაძის საცხოვრებელი სახლიდან ტექნიკა ამოიღეს.

ჩხრეკა ჯერ არ დასრულებულა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის, სახლშიც.