რუსული კანონის ეფექტი ბიზნესზე - საქართველოში სასტუმროს ჯავშნები ერთიმეორეს მიყოლებით უქმდება

15.05.24 17:36
რუსული კანონის ეფექტი ბიზნესზე - საქართველოში სასტუმროს ჯავშნები ერთიმეორეს მიყოლებით უქმდება

რუსული კანონის ეფექტმა ბიზნესს უდიდესი დარტყმა მიაყენა - BDO-ს მმართველი პარტნიორის წარმომადგენელი ზურაბ ლალაზაშვილი "პირველებთან" საერთაშორისო პროექტების გაჩერებაზე საუბრობს.

ქართული ოცნების "რუსული თამაშები" თითეული მოქალაქის ჯიბეზე აისახაება.

ამას მოსახლეობის ყველა ფენაზე ექნება გავლენა. კანონით ჯერ არ არის ამოქმედებული. კი არის მიღებული, მაგრამ ამოქმედებული არ არის და დღეს მოვისმინეთ რამოდენიმე გამომსვლელისგან კონკრეტული პროექტები და ინიციატივები, რომლებიც გაჩერდა", - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.

 ერთიმეორეს მიყოლებით უქმდება სასტუმროს ჯავშნები ცნობილ ქსელებში. "რუმსის" აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ჩეხერია მომდევნო თვეებში კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას აანონსებს.

ძაან რთულ პერიოდს გავდივართ ბიზნესი. ეს პირდაპირ ეტყობა სასტუმროებს, არის ჯავშნების გაუქმებები, როგორც საკონფერენციო ნაწილის, ისე ოთახების. რეგიონში ძალიან ბევრი გაუქმებებია. ვფიქრობ, რომ ჯავშნების დაახლოებით ნახევარსაც ვერ მივიღებთ. მომდევნო თვეებში ეს კიდევ უფრო დაეტყობა საასტუმროებს და საერთოდ სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს", - ამბობს ვალერი ჩეხერია.

"ოცნების" რუსული კანონის გამო ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები უფასურდება. "საქართველოს ბანკი, "თიბისი" და "ჯორჯიან კაპიტალი" - სამივე უმსხვილესი ქართული კორპორაცია, რომელიც ლონდონის ბირჟაზეა წარმოდგენილი, პოზიციებს კარგავს. ზარალი მილიონობით ლარია.