რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან სტუდენტები მარშით მივიდნენ

15.05.24 17:22
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან სტუდენტები მარშით მივიდნენ

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ეზოდან დაძრული სტუდენტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.

ახალგაზრდები "პირველებთან" ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გეზი ოკუპანტი რუსეთისკენ აიღო, თუმცა მათი თქმით, შვილების თაობა დანებებას არ აპირებს და ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება.

ოცნება" ცდილობს, გაამეოროს ისტორია, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, რომ რუსული ისტორია გაგვიმეორონ. ჩვენთვის დარჩება დამოუკიდებლობა და ევროპა, ის რისთვისაც ვიბრძვით წლებია. ამას ვერ წაგვართმევენ ისინი ვერასდროს", - ამბობს სტუდენტი.

დღეს, 19:00 საათზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება. ასევე, 20:00 საათზე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს შეუერთდებიან.