არა რუსულ კანონს! - სტუდენტები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

15.05.24 19:40
არა რუსულ კანონს! - სტუდენტები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

არა რუსულ კანონს! - სტუდენტები, სხვადასხვა ლოკაციებიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.

მათი სათქმელი ისევ გივეა, რომ ბოლომდე იბრძლებენ და არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მსვლელობით გადავინაცვლებთ გმირთა მოედანზე, გვიერთდებიან სხვადასხვა ლოკაციიდან. ჩვენი სათქმელია ისევ არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას. ხელისუფლებამ ისევ ხმამაღლა უნდა გაიგოს ჩვენი ხმა. არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", - ამბობენ სტუდენტები.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 20:00-ზე დაიწყება.