ბლეფი და ტყუილია, ელჩების დასანახად მახარაძე იქამდეც დაიბარეს - თაბაგარი

16.07.21 12:39
ბლეფი და ტყუილია, ელჩების დასანახად მახარაძე იქამდეც დაიბარეს - თაბაგარი

TBILISI PRIDE-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი,,,ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძისა და პუტინისტური და ჰომოფობიური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის, სახლების ჩხრეკასა და მახარაძის გამოკითხვაზე გადაყვანას "ბლეფსა და ტყუილს" უწოდებს. 

ბლეფია ეს და ტყუილი ფაფხური. 5 ივლისამდეც დაიბარეს გამოკითხვაზე, რომ ჩვენთან და ელჩებთან ეთქვათ, რომ აი ხომ ვიძიებთ საქმეს. იმ დროისთვისაც ჰქონდათ საკმარისი საფუძველი მახარაძის დასაკავებლად, მაგრამ არაფერი ქნეს და ერთად შეასრულეს 5 ივლისი! ამაში ეჭვი აღარ მეპარება!" - წერს გიორგი თაბაგარი.