სტუდენტების მსვლელობა გმირთა მოედნამდე - ახალგაზრდები უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ

15.05.24 20:10
სტუდენტების მსვლელობა გმირთა მოედნამდე - ახალგაზრდები უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ

 

ტერორის მიუხედავად ხელისუფლება პროტესტს ვერ ახშობს - თბილისის ქუჩები ისევ გადაიკეტება  უნივერსიტეტი, ფილარმონია, სპორტის სასახლე - ამ ლოკაციებიდან სტუდენტები  მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ.  რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის.

რუსული ისტორია საქართველოში არ განმეორდება - ახალგაზრდები ახალ და უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ. იკრიბებიან ყოველდღე, მარშირებენ, არ იღლებიან და არ ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველი აქცია დარბევით, სასტიკი ანგარიშსწორებით და  დაკავებებით სრულდება. და ასე აპირებენ გაგრძელებას მანამდე, ვიდრე ქვეყნის მომავალი საფრთხეშია.