პური 10 თეთრით გაძვირდა

16.07.21 12:52
პური 10 თეთრით გაძვირდა

პურის ფასი 10 თეთრით გაძვირდა - ინფორმაციას "საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე, ადასტურებს. მისი თქმით, პურის 10-თეთრიანი გაძვირების მიზეზი სახელმწიფო სუბსიდირების დასრულების შემდეგ მწარმოებლებისთვის ნედლეულზე ფასების ზრდაა. 

დოლიძე ამბობს, რომ პროდუქტს ძირითადად, იმ კომპანიებმა მოუმატეს ღირებულება, რომლებიც სუბსიდირების პროგრამით სარგებლობდნენ.

დღეს ფქვილის ღირებულება არის 60-61-62 ლარი, წარმოებისთვის აუცილებელია, რომ პურის წარმოების თვითღირებულებაში ჩაჯდეს და მისი რენტაბელობიდან გამომდინარე, 10-თეთრიანი სხვაობა აქედან გამომდინარეობს.

ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი მაღაზიებზე. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა, ზოგმა საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება, ცოტა მეტი ფასიც დაადოს, რაც ვთვლი, რომ არასწორი იქნება მათი მხრიდან, თუმცა ეს არ არის გამორიცხული"- ამბობს დოლიძე. 

პურზე ფასი, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე შეუნარჩუნდება.