თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება - თბილისის ცენტრში რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების მსვლელობა იმართება
თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება - ამ წუთებში თბილისის ცენტრში რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების მსვლელობა იმართება.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამ მოწოდებით აქციის მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტიდან გმირთა მოედანზე ბრუნდებიან.
საპროტესტო ბანერებით და საყვირებით ხელში პროტესტის 37-ე დღესაც ახალგაზრდები რუსული რეჟიმისა და რუსული მეთოდებით მშვიდობიან მომიტინგეებზე ანგარიშსწორების დასრულებას ითხოვენ.
ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გადავწყვიტეთ ბოლო ერთი თვეა, რომ მივმართოთ მშვიდობიან პროტესტს. ამისთვის საჭიროა, ჩვენ ჩავერთოთ დემონსტრაციის უწყვეტ პროცესში. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას. ახლა ამ გზით თითოეული სტუდენტი ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვასრულებთ და ვიყენებთ იმ რესურს და შესაძლებლობას, რაც ახლა გაგვაჩნია. ეს არის ის, რომ არ შევიდეთ აუდიტორიებში, არა იმიტომ რომ სწავლა არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი", - ამბობს სტუდენტი.
ცნობისთვის, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე შვილების თაობის წინააღმდეგ წავიდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისულ სტუდენტებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, დავით გურგენიძე გამოუვარდა და ახალგაზრდებს უნივერსიტეტის შენობასთან პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.