პოლიცია კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც გამოჩნდა
პოლიცია პრორუსული ტელევიზიის ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნლის, კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც მივიდნენ. თავად მორგოშია მედიასთან არ გამოჩენილა. კომენტარს არ აკეთებენ სამსართალდამცავებიც.
მანამდე სამართალდამცველებმა ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგადაც მახარაძე განყოფილებაში გადაიყვანა.
ჩხრეკა ჩატარდა პუტინისტური ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც.