მგონი პუტინმა უნდა უთხრას "ოცნებას", დიახ, ჩაგეკეტებათ ევროპის კარი, რადგან მხოლოდ მისი ენა ესმით - კორძაია
ეს არის გააზრებული მტრობა სახელმწიფოსი და ღალატი საკუთარი მოქალაქეების - ასე ეხმაურება თამარ კორძაია შალვა პაპუაშვილის თავდასხმების სერიებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებზე.
მისი თქმით, მმართველ გუნდს მხოლოდ რუსეთის ენა ესმის და სანამ პუტინი არ ეტყვით, რომ ევროპის კარი ჩაგვეკეტება, მანამდე ვერ გაიგებენ.
ეს არის გააზრებული მტრობა სახელმწიფოსი და ღალატი საკუთარი მოქალაქეების. იმიტომ, რომ როგორ შეიძლება დემოკრატიული ღირებულებების დამცველ ადამიანებს ასეთი ფორმით ელაპარაკებოდე, მაგრამ მათ ესმით მხოლოდ პუტინის ენა. მემგონი მათ პუტინმა უნდა უთხრას, რომ დიახ, ჩაგეკეტებათ ევროპის კარები", - ამბობს თამარ კორძაია.
პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ლიდერებს თბილისში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის გამო აკრიტიკებს და მას ბრალ "ფარისევლობასა და ქვეყნის აყირავების" მცდელობაში სდებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი წერილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი მერე უკვე ბრიფინგიდან დაესხა თავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს.
არასწორი საქციელი, ძირის გამოთხრა და გარკვეული ჩრდილის მიყენება მეგობრობისთვის - ასე შეაფასება პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და საქართველოს ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოცხადება.