ყველა ჩვენი წევრი გადაყვანილია პოლიციაში - „ალტ-ინფო“
„ალტ-ინფოს“ ყველა წევრი გადაყვანილია პოლიციაში. ამის შესახებ ჰომოფობიური პლატფორმის წამყვანმა, თათია გაბრიჭიძემ, განაცხადა. ძალადობრივი ხასიათის მქონე, ანტიდასავლური მაუწყებლობა "საგანგებო ეთერს" მართავს:
„ალტ-ინფოს“ ყველა წევრი გადაყვანილია განყოფილებაში. ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკვა. ჩამოვთვლი ყველა პირის სახელს და გვარებს – შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართალდამცავები მოვლენ „ალტ-ინფოს“ ოფისში“, - ამბობს წამყვანი და დასძენს: „ამის ერთადერთი მიზეზი არის შეკვეთა დასავლეთიდან და ეს არის ლიბერალური რეპრესია“.
ჰომოფობიური და ძალადობრივივი დაჯგუფების ლიდერების სახლები დღეს გაჩხრიკეს.